Wednesday, April 28, 2010

პრესის ასოციაციამ ბეჭდური მედი

პრესის ასოციაციამ ბეჭდურიმედიის თავისუფლად გავრცელებისთვის კანონპროექტი მოამზადა

24 აპრილი, 2010 - 17:0

„ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" კანონპროექტის მე-4 მუხლის თანახმად:

- ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, მათ
შორის, ჯიხურების, შენობაში და მის გარეთ დადგმული სტენდების/მაგიდების, დატარების, ხელმოწერის სისტემის მეშვეობით;
- სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის და ამ პროდუქციის გასავრცელებლად სტენდის/მაგიდის დადგმისათვის და ჯიხურის განთავსებისათვის, თუ სტენდი/მაგიდა ან ჯიხური გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად;
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) უფლებამოსილია აკრძალოს ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსება მისი ქვემდებარე საზოგადოებრივი ტერიტორიის ზოგიერთ, ზუსტად განსაზღვრულ ადგილებში." (კანონპროექტების სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: http://www.media.ge/sites/default/files/kanonproeqtebi.doc).



ShareFollow paatagurgenidze on Twitter

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.