17 იანვარი, 2011 - 16:50
თბილისი -- აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2011 წლისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს.
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24,000 აშშ დოლარს.
პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მიმართულებებს:
* მასმედიის განვითარება: მედია ბიზნესის სტრატეგიული განვითარება; ადგილობრივი გადაცემების გამრავალფეროვნება; მედიის უფლებების ადვოკატირება; პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
- Sent using Google Toolbar"
Share
