Tuesday, June 15, 2010

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

გორელი ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემას წარმოადგენს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ჟურნლისტებთან შეხვედრა გაიმართა. ასოციაციასთან არსებული ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებსაც ჟურნალისტები ინფორმაციის მოპოვებისას აწყდებიან. დასახელდა ის სამსახურები, საიდანაც საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების დევნილთა და განსახლების, სამინისტოროებიდან, პროკურატურიდან და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაციის გაცემა ან საერთოდ არ ხდება, ან თუ გასცემენ, ზოგადადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების დარღვევით. გაზეთ „ქართლის ხმის" ჟურნალისტი საბა წიწიკაკაშვილი გორის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას მიღებას თებერვლის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს. ინფორმაციის მისაღებად მას რამდენიმე პროცედურის გავლა კიდევ მოუწევს და ბოლოს სასამართლოს მიმართავს.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.