Wednesday, June 16, 2010

ტრენინგი ახალი მედიის საკითხებთან დაკავშირებით

რეგიონული გაზეთების წარმომადგენლებს ახალი მედიაში ტრენინგს უტარებენ
14 ივნისი, 2010 - 20:00
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში, 14 ივნისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში ჩატარდება სწავლება/სახელოსნოები, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მოწვეული ახალი მედიის სპეციალისტი დევიდ ლაფონტენი უძღვება. 11 რეგიონული გაზეთის წარმომადგენლები ახალი მედიის განვითარების შესაძლებლობებს შეისწავლიან.

Tuesday, June 15, 2010

შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ
http://garbge.wordpress.com/
შეხვედრა, რომელიც 11 ივნისს შედგა, ძირითადად უცხოური ფილმების ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე გაშვების ვალდებულებასთან და ციფრულ მაუწყებელობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარს დაეთმო.

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

გორელი ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემას წარმოადგენს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ჟურნლისტებთან შეხვედრა გაიმართა. ასოციაციასთან არსებული ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებსაც ჟურნალისტები ინფორმაციის მოპოვებისას აწყდებიან. დასახელდა ის სამსახურები, საიდანაც საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

Thursday, June 10, 2010

ახალი მედიის შესახებ ლექციები

ახალი მედიის სპეციალისტი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს და ბლოგერებს მედიის განვითარების პერსპექტივებზე ლექციებს წაუკითხავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ საქართველოში მოწვეულმა ახალი მედიის სპეციალისტმა დევიდ ლაფონტენმა ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისთვის მედიის განვითარების პერსპექტივებზე ლექციების ჩატარება დაიწყო.

პირველი ასეთი ლექცია, GIPA -ს კლუბში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) 7 ივნისს შედგა, რომელსაც ბეჭდური მედიის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო. რამდენიმე მედიასაშუალებას პერსონალურად ჩაუტარდება ანალოგიური სახის ლექციები.



Share