Tuesday, May 4, 2010

პარლამენტში ,,საქართველოს პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინცირება მოხდა

პარლამენტში ,,საქართველოს პრესიასოციაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოხდა

3 მაისი, 2010 - 20:28

პარლამენტის ბიუროს 3 მაისის სხდომაზე ,,საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოხდა, საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციურ ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატებს" ეკუთვნის.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფონდ "ღია- საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა, მიზნად ისახავს, ბეჭდური პროდუქციის (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები) გავრცელების თავისუფლებას, გავრცელების საშუალებათა შესაძლო მონოპოლიზაციის აღკვეთას, თავისუფალი მეწარმეებისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.