Monday, December 6, 2010

აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამას

აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამას: "დედლაინი:
17 იანვარი, 2011 - 16:50

თბილისი -- აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2011 წლისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს.

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24,000 აშშ დოლარს.

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მიმართულებებს:

* მასმედიის განვითარება: მედია ბიზნესის სტრატეგიული განვითარება; ადგილობრივი გადაცემების გამრავალფეროვნება; მედიის უფლებების ადვოკატირება; პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

- Sent using Google Toolbar"

ShareFollow paatagurgenidze on Twitter

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.